დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი ჩართულობა არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ხელს უწყობს პოლიტიკურ კულტურაში მრავალფეროვანი პერსპექტივების შემოტანასა და უფრო ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას.
„მინის ჭერი“ - ეს არა მხოლოდ არქიტექტურული ელემენტი, არამედ მეტაფორაა, სიმბოლო უხილავი ბარიერის, რომლებიც ქალებს ხელს უშლის კარიერულ და სოციალურ წარმატებაში.
მე რომთეატრალურ ბლოგს ვწერდე „ზეკოს გემოვნებით“, მაინც ისე დავწერდი, როგორც ახლა ვწერ იმ მკითხველისთვის, რომელიც ზუსტად გრძნობს გენდერული დეზინფორმაციის შხამს და მავნებლობას. ის ყველას ერთნაირად აზიანებს. ხშირად - გამიზნული, ხშირად კი, უბრალოდ, სტერეოტიპის ემბრიონული სიცოცხლით ჩვენს მეხსიერებაში. ცნობიერების კათარზისული კამპანია, რომელსაც ჩვენ და ჩვენნაირები, ამ ეპოქას ცოტა ხელში დაჭერილი ლოზუნგებივით ჯერ კიდევ კარიკატურებად ვეხატებით, გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა, ვიდრე პერიოდული აქცია, ან მცირერიცხოვანი პროტესტი. გენდერული დეზინფორმაციის მომაკვდინებელი საცეცები ყველა ოჯახში ხან ხილულად, ხან უხილავად მოძრაობს და ყველგან ყავს მეტ-ნაკლები მსხვერპლი...
დეზინფორმაციის გავრცელებას რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მეტად უწყობს ხელს, ცხადია, მაგრამ თავისთავად გენდერული დეზინფორმაცია ახალი ფენომენი როდია. ის არც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად ჩამოყალიბებულა - ქალების შესახებ მუდამ არსებობდა სტერეოტიპები, ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ერთ დიდი ნარატივს რომ შეადგენდა. ამ ნარატივისგან არც მწერალი ქალები ყოფილან დაცული. პირიქით, ისინი ორმაგი წნეხისა და საფრთხის ქვეშ იყვნენ და დღესაც არიან. ამის დასტურად, შეგვიძლია, ინგლისური ლიტერატურის იმ პერიოდს ჩავხედოთ, ვიქტორიანული რომ ეწოდება:
რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქალი ჟურნალისტები საქართველოში?
ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის
პატარა ინტერვიუ ჩვენს კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდასთან. "ახალი სახეების" ერთ რესპონდენტთან, რომელმაც მისი შინაარსიანი აქტიურობით შთაბეჭდილება დატოვა ტრენერთა გუნდზე.
გაიცანით, თედო ლორჩოშვილი სენაკიდან.