მუნიციპალტეტში ფონდის პირველი აქტივობები საჯარო მმართველობის რეფორმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტას შეეხებოდა. მუნიციპალიტეტმა თავის მხრივ იმთავითვე მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. ფონდისა და თვითმმართველობის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ადგილობრივ დონეზე დაიხვეწა გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭირო გახდა მუნიციპალიტეტის
ვებგვერდის მოდერნიზება. ნებისმიერი მოქალაქისთვის ონლაინ სივრცეში ხელმასაწვდომი გახდა მისთვის საჭირო ინფორმაცია. ასევე, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა
საჯარო მოხელის ეთიკის კოდექსი.