ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისსცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი. რელიგიებს შორის განსხვავება, რა თქმა უნდა, მტრობის მიზეზი არ უნდა გახდეს. ყველას უნდა შეგვეძლოს ამ სიტყვების გააზრება: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ. ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლებს.
ადამიანში ყველაზე მთავარი პიროვნული თვისებებია, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ტოლერანტი ადამიანები სულიერად მდიდრები არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო მრავალფეროვანია.
შეიძლება ვინმე არ იცავს ტრადიციას, რაც შენთვის ძალზე პატივსაცემია, არის სხვა აღმსარებლობის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მასზე მეტი და განსაკუთრებული ხარ. ზოგიერთი ადამიანი თავს განსაკუთრებულად თვლის თავისი ეროვნების გამო. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები სხვას ზემოდან უყურებენ და ვერასდროს ექნებათ ურთიერთობები.
სხვისი ცხოვრების წესის, სხვისი აღმსარებლობის პატივისცემა ადამიანმა უნდა ისწავლოს ბავშვობის ასაკიდან ოჯახში, შემდეგ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში. შეძლოს განსხვავებული რასის, რელიგიისა და სქესის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
ტოლერანტობა ვიცით, რომ გამორიცხავს ძალადობას, ასევე აგრესიასაც. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ტოლერანტები. შეიძლება ირგვლივ ცოტა ტოლერანტია, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ადამიანში კარგი თვისების დანახვა და გაგება ეს ყველაფერი დაგვეხმარება ურთიერთობის დამყარებაში.
ვიყოთ ტოლერანტები!
თამთა სვანიძე, კურსების საკარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე