ტოლერანტობა არის გააზრება იმისა, რომ ადამიანი ადამიანია და წარმოადგენს კაცობრიობას...
ამ სიტყვამ თანამედროვე მეტყველებაში არც თუ ისე დიდიხანია, რაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა.
ადამიანი ამქვეყნად მოვლინების მომენტში არც ტოლერანტია და არც არატოლერანტი, ამ სიტყვის გააზრების თვალსაზრისით, მაგრამ მას, ახალშობილს, გააჩნია ბუნებრივი ტოლერანტობა. ის გარემოს ისეთს იღებს, როგორიცაა. აქვე შეიძლება ვთქვათ, რომ ტოლერანტობა არის შეძენილი მდგომარეობა. გაურკვეველის, უცნობის მიმართ გულისხმობს მიმღებლობას, კონფლიქტის გარეშე. მაგალითად, განსხვავებული კანის ფერის, ინდივიდუალობის, რელიგიის, ენის ადამიანებისადმი შემწყნარებლობას.
საქართველო ტოლერანტი ქვეყანაა. აქ ძალიან ბევრი განსხვავებული რელიგიისა და ენის ადამიანი ცხოვრობს: მუსლიმები, ებრაელები და სხვ. თბილისში კი ერთადაა თავმოყრილი მეჩეთი, სინაგოგა, კათოლიკური თუ მართმადიდებლური ეკლესია-მონასტრები.
მე ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს და მე მას ვიღებ ისეთს, როგორიცაა, ის მე მიღებს ისეთს, როგორიც მე ვარ. ჩვენ ვიღებთ ადამიანებს ისეთს, როგორებიც არიან.
მარიამ ალფაიძე, კურსების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე