„პარასპეციალისტების მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირების პროცესი, რაც შესაძლებლობას იძლევა ადრეული, პრევენციული აქტივობები დავგეგმოთ და შევამციროთ ოჯახებში კონფლიქტების განვითარების რისკები,“ - ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტი, ხათუნა გოგუა
გზამკვლევი თემის ლიდერებისათვისქალთა ფონდმა „სოხუმმა“ 2025 წელს შეიმუშავა და გამოსცა
პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: „ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი და ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად“. დოკუმენტი პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელშიც მოცემულია დეტრალური მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს თემში ჩართული ლიდერი ქალების მხრიდან ძალადობის ნიშნების დროული ამოიცნობა, ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალებისთვის ემოციური და საინფორმაციო მხარდაჭერის გაწევა, უსაფრთხოების გეგმის გაწერა და საჭირო სერვისებთან დაკავშირება.
გზამკვლევი ემყარება ტრავმაზეორიენტირებულ მიდგომას და მიზნად ისახავს თემში სანდო და ეფექტიანი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბებას იქ, სადაც ფორმალური სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია.