“მინის კლდე", "ვარდისფერი საყელო", "მეორე ცვლა": რეალური სირთულეების ამსახველი აბსტრაქტული ტერმინები, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან თავიანთ კარიერულ გზაზე. გენდერული დეზინფორმაციით შედგენილი უთანასწორობის ლექსიკონი შრომის ბაზარზე.მზად ხართ ახალი დღისთვის? აშკარად ჩანს, რომ ყველას დიდი გეგმები გვაქვს. აი, "ვარდისფერი საყელოთი", კომფორტული სახლიდან გამოვდივართ წარმატების მოლოდინში. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მხოლოდ ავტობუსი გველოდება, ვითომ "ექსპრესი წარმატებისქენ"…
როგორც კი გაჩერებას მივუახლოვდებით, შემართება მკვეთრად იცვლება. რა არის ეს, აქცია? არა, უბრალოდ ავტობუსში "ჩატევის" მცდელობაა! ირგვლივ იმდენი სახეა და ყველა ბედნიერი ნომრის მოლოდინში, თითქოს ლატარეა იყოს! მაგრამ უმრავლესობა მხოლოდ ბილეთს მიიღებს... ავტობუსის ბილეთს დილის მარშრუტზე სახლიდან ოცნებამდე.
ავტობუსში ცხოვრება დუღს, როგორც ცოცხალ ორგანიზმში. უცხო სახეების მორევში ხმები იმატებს... თითქოს ძველი, დამტვრეული ფირფიტის ხმაა... ჯეიმს ბრაუნი?.. - დილის ჰიმნივით მოგვყვება და მიგვანიშნებს: „ეს მამაკაცების სამყაროა!“ და კვლავ, განმეორებით მანტრასავით ჩაიხვევს: „ეს მამაკაცების სამყაროა!“ ოჰ, მადლობა, ჯეიმს, ჩვენ უკვე საქმის კურსში ვართ. მამაკაცები აქ, გზაზე ისედაც საცობებივით არიან. გეყოფა!
ქალაქის ცენტრი. შესაძლებლობების მეგაპოლისი! ქუჩები და შენობები ცამდე სიმაღლის, სველი ბეტონის ფერის და განწყობა დაახლოებით ასეთივეა. თითქოს ვიღაცამ გადაწყვიტა, მოაწყოს არქიტექტურული კუბიზმი! აქ ყოველი შენობა ჩვენი ამბიციების მარცხის ძეგლია - ბეტონის, ნაცრისფერი და ყველა მხრიდან ჩარჩოში მოქცეული... დგახარ და ფიქრობ: ეს არქიტექტურა ხალხისთვის კი არა, მათ დასაბნევად არის შექმნილი! ყოველი გაჩერება, უბრალოდ გაჩერება, ნამდვილი ბარიერია! გამოდიხარ ქუჩაში და გაჩერების ნიშნის ნაცვლად თავში კითხვა ტრიალებს: ვინ გადაწყვიტა, რომ ბრუტალიზმი ერთადერთია, რაც გვჭირდება.
თითქოს ქალაქი სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ თავი პატარად და დაკარგულად ვიგრძნოთ?.. ვდგავართ ქალაქის მრისხანე არქიტექტურის ნაგებობებს შორის და ვფიქრობთ, როგორ ვიპოვოთ გზა იმ ოფისისკენ, რომელიც თავად ავირჩიეთ. ამ დროს, ჩვენ უბრალოდ გვაგდებენ ბეტონის კუბიზმის ცენტრში, თითქოს ექსპერიმენტის მონაწილეები ვიყოთ სახელწოდებით "იპოვე შენი გზა უკან სახლისკენ".
აი, კიდევ ერთი შენობა, მაგრამ ახლა უფრო მაღლი და უფრო მეტი ბეტონით! ხალხში მას "კარიერა" ეწოდება. მდგრადია, მინის და ლამაზი, ოცნებები უნებლიედ მისკენ მიიწევს! აქ შესვლა შეუძლებელია. დიახ, ეს შენობა თითქოს განსაკუთრებული კვესტია. თითქოს შესასვლელი არ არის, მაგრამ კარი მაინც არსებობს. გამჭვირვალე, მაგრამ არა გამტარი! ნეტა ვინმე ხედავს? ის იხსნება, მაგრამ როგორ? როგორც მინის ქილა გასახსნელის გარეშე! ბევრი ვერ გაუმკლავდება.
შევდივართ ოფისში, კედლები წარმატების ბრჭყვიალა რეკლამებით არიან აჭრელებული სამშენებლო მასალების პოსტერებივით... „ო, კი, იოცნებეთ, ოცნებეთ!“ დიდი ძალისხმევით მინის ჭერამდე თუ მიაღწევთ. მისი გადალახვა შეუძლებელია, რადგან ის თითქოს მოჩვენებაა წვეულებაზე — ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ არავის, არასდროს, არსად უნახავს!
კარიერის ციხე უკვე დიდი ხანია სტერეოტიპების მუზეუმად იქცა, სადაც თითოეული საფეხური არა მარტო დაბრკოლებაა, არამედ მთელი თავსატეხია. რომლის მოლიპულ საფეხურებს არსაითკენ მივყავართ.
კარიერული ცხოვრების სამყარო მინისა და ფოლადის არქიტექტურაა, სადაც სტერეოტიპები და ცრურწმენები დესტრუქციულ როლს ასრულებენ და თუნდაც ისინი გამჭვირვალე და მსხვრევადია, ჯერჯერობით მყარ ბურჯებს ეყრდნობა.
ასე რომ, მოემზადეთ ახალი დღისთვის და ერთობლივი ძალისხმევით შევცვალოთ საზოგადოებრივი ცნობიერება: რომ საყოფაცხოვრებო საქმეებიც სამუშაოა, რომ დეკრეტული შვებულება მხოლოდ დედისთვის არ არის, არამედ მამისთვისაც, რომ ძიძის დაქირავება არ ნიშნავს ცუდი დედა იყო, და რომ მათემატიკას თანაბრად ითვისებენ ბიჭებიც და გოგოებიც.
არ შეჩერდეთ! თქვენ ხომ არა მარტო ზღვაში წვეთი, არამედ , შესაძლებლობების უზარმაზარი ოკეანე ხართ.
ლექსიკონიროგორ იწყება კარიერული გზა ქალისთვის? ჯერ არც დაუწყია მუშაობა და უკვე ელოდება დაბრკოლებები! ცრურწმენები და სტერეოტიპები უკვე ჩასახვის ეტაპზეა. დეზინფორმირებული დამსაქმებლის თვალი მას ასე აფასებს - „კაცი უკეთესი კანდიდატია.“
მინის კარი (glass door): პირველი დაბრკოლება, რომელიც სამსახურში გზას ხსნის. გამჭვირვალეა, მაგრამ გაუვალი. ეს ვლინდება ქალების, როგორც სპეციალისტების, დისკრიმინაციაში და მათი გამოცდილების გაუფასურებაში მამაკაცებთან შედარებით. კარის კოდის სისტემაში მოქმედებს პირობითობა, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ქალის საჭიროებას. აქ ქალი განიხილება მხოლოდ როგორც სტატისტიკა და არა როგორც პიროვნება. ამასთან, „შუშის კარი“ უფრო ხშირად „იხსნება“, თუ ქალები უკვე შეადგენენ კომპანიის თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს.
კაცი უკეთესი კანდიდატია... საუკუნეების წინ დაწყებული ნეიროსექსიზმი, მცდარი თეორიების ერთობლიობა, რომელიც მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავებებს ტვინის ფუნქციონირების მიხედვით ხსნის. მიუხედავად იმისა,რომ დღეისთვის, ნეირობიოლოგმა - ჯინა რიპონმა
ნათლად აგვიხსნა, ორ მამაკაცს და ორ ქალს შორის სხვაობა შეიძლება მეტი იყოს, ვიდრე ქალსა და კაცს შორის, რომ ტვინი პლასტიკურია, და მისი მოწყობა თუ ფუნქციონირება უმეტესწილად გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ბევრად არაფერი შეცვლილა.
დედობის ჯარიმა(Motherhood Penalty): დედობა ხშირად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქალების კარიერასა და ხელფასზე, რასაც კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მიკერძოება განაპირობებს. დედებსა და ორსულ ქალებს ხშირად ნაკლებად კომპეტენტურ და ნაკლებად პასუხისმგებელ თანამშრომლებად აღიქვამენ, რაც მათი კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ აღიარებას ართულებს. ქალებს ხშირად უარს ეუბნებიან დასაქმებაზე იმ მიზეზით, რომ „ისედაც დეკრეტში წავა“. კვლევები აჩვენებს, რომ დედებს სამუშაოს მიღების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, მაშინ როდესაც მამებისთვის მშობლობის სტატუსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
უკურეაქციის ეფექტი (Backlash Effect):ქალების მისწრაფება, იყვნენ თანაბრად დომინანტურები მამაკაცებთან ერთად და მოიპოვონ სერიოზული დამოკიდებულება, ხშირად წინასწარ შექმნილი
სტერეოტიპების საპასუხოა. ამავდროულად, საზოგადოება ქალების მხრიდან უარყოფით ემოციებსა თუ აგრესიას ნეგატიურად აღიქვამს.
კარიერული კიბექალები შეიძლება აღმოჩნდნენ სიტუაციაში, სადაც მათი კარიერა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე მამაკაცების.
წებოვანი იატაკი (Sticky Floor) და გატეხილი საფეხური (Broken Rung):ეს ცნებები იმ სიტუაციას აღწერს, სადაც ქალები მამაკაცებზე მეტად რჩებიან კარიერულ იერარქიის საწყის საფეხურებზე. თანაბარი დამსახურების და კომპეტენციის პიროებშიც კი მამაკაცები კარიერულ კიბეზე უფრო სწრაფად მიიწევენ ზევით, მაშინ, როცა ქალებს წლების განმავლობაში უწევთ პირველ საფეხურზე დარჩენა.
მინის ჭერი (glass ceiling):ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ქალებს მაღალ ხელმძღვანელ პოზიციებზე დაწინაურებაში. ეს უხილავი, მაგრამ ძლიერი დაბრკოლება, სტერეოტიპებისა და მიკერძოებული დამოკიდებულების გამო, ქალების კარიერულ ზრდას აფერხებს და ხელს უშლის მათი პროფესიული პოტენციალის სრულად გამოვლენას.
მჟონავი მილსადენი (Leaky Pipeline):მდგომარეობა, როდესაც კარიერული კიბის თითოეულ მომდევნო საფეხურზე ქალთა პროპორცია თანდათან მცირდება. მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელში ქალები დომინირებენ მოლარის და კონსულტანტების პოზიციებზე, მაგრამ მათი რაოდენობა მკვეთრად მცირდება მენეჯერულ დონეზე და თითქმის საერთოდ არ არიან წარმოდგენილი დირექტორთა საბჭოში. თითქოს კარიერული კიბეზე ასვლის პროცესში ქალები თანდათან „გამოირეცხნენ“ თანამშრომლების ნაკადიდან.
ძველ ბიჭთა კლუბი (Old Boys Club):არაფორმალური სისტემა, რომელშიც მამაკაცები ერთმანეთს ეხმარებიან საქმიანი თუ პირადი საკითხების მოგვარებაში. ჰარვარდის მეცნიერების
კვლევამ აჩვენა, რომ მამრობითი სქესის თანამშრომლებს, ქალ კოლეგებთან შედარებით მამაკაც მენეჯერებთან ურთიერთობაში დიდი უპირატესობა აქვთ.
კომპანიის ატმოსფეროქალმა შეიძლება შთამბეჭდავი კარიერა შექმნას, მაგრამ ამისთვის ბევრად მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს, ვიდრე მისმა კოლეგა მამაკაცმა. ამასთან, ქალი ხშირად ფსიქოლოგიურ კომფორტსაც ეწირება - იმის გაცნობიერება, რომ მას აწინაურებენ მხოლოდ გენდერული თანასწორობის მიღწევაში მიღწეული წარმატებების აღნიშვნის მიზნით, და მიუხედავად ამისა, კვლავ არ აღიქვამენ სერიოზულად.
სიმბოლური დასაქმება, ტოკენიზმი (tokenism):ტოკენიზმი: ქალების დასაქმების პრაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მოჩვენებითობის შესაქმნელად და არა მათი პროფესიული ნიჭის დასადასტურებლად.
ქალების სიმბოლური ჩართვა გუნდში მხოლოდ იმიტომ, რომ "საჭიროა", არ ხსნის სისტემური პრობლემებს. პარალელურად საჭიროა კოლექტიური ძალისხმევა, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა ხმა მოსმენილი და სათანადოდ შეფასებული იქნება, სადაც ქალები აღარ თამაშობენ სიმბოლურ როლს და მამაკაცი კოლეგების თანასწორად აღიქმებიან.
მინის ფერდობი (glass cliff):ფენომენი, რომლის დროსაც ქალები უფრო დიდი ალბათობით ინიშნებიან ხელმძღვანელ პოზიციებზე კრიზისულ ან რთულ სიტუაციებში.
როგორც წესი, მიღებულია მოსაზრება, რომ ქალები ნაკლებად რისკიანები, ნაკლებად ეგოცენტრულები არიან და უფრო ადვილად მიდიან კომპრომისზე, მოლაპარაკებაზე. მაგრამ, როცა ქალი ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოვლენას მის წარუმატებლობას ხშირად მიაწერენ, როგორც ლიდერული თვისებების ნაკლებობას.
ძმობილთა კულტურა (bro culture):კორპორატიული კულტურა, რომელშიც დომინირებს ტრადიციული მამრობითი სქესი. ეს კულტურა ხშირად გამოიხატება აგრესიულ კონკურენტუნარიანობაში და ქალების უგულებელყოფაში, ხშირად მიდის ჰარასმენტამდე.
ასეთი იყო, მაგალითად, კომპანია Nike 2018 წლამდე, როდესაც რამდენიმე მენეჯერმა დატოვა თანამდებობა ქალების მიმართ
არასათანადო ქცევის ბრალდებების გამო. მაშინ გენერალური დირექტორი პიტერ პარკერი
აცხადებდა, რომ ბრენდის კულტურის გადახედავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის შექმნას კომპანიაში.
ძმობილთა კულტურის თვალსაჩინო
მაგალითია სილიკონის ველი. ტექნოლოგიური გიგანტების ლიდერები რეგულარულად ავლენენ ტოქსიკურ ქცევას, ხოლო სტარტაპები სექსისტური სკანდალების ეპიცენტრად იქცევიან.
ბაზრის მასშტაბის უთანასწორობა დისკრიმინაცია შეიძლება გამოჩნდეს არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიაში, არამედ მთლიანი შრომის ბაზრის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პროფესიულ სფეროში ქალები თავდაჯერებულად დომინირებენ, მათ იქაც უმეტეს შემთხვევაში უფრო დაბალი ხელფასები და უფრო ცუდი კარიერული პერსპექტივები აქვთ.
მინის კედლები (glass walls): ბარიერი, რომელიც ბლოკავს ჰორიზონტალურ მოძრაობებს, ქმნის პროფესიულ სფეროებზე წვდომის სირთულეებს, რომლებიც სწრაფ კარიერულ ზრდას უზრუნველყოფენ.
ეს ტერმინი აღწერს ჰორიზონტალურ სეგრეგაციას, სადაც ქალები და მამაკაცები შრომის ბაზარზე არათანაბრად არიან განაწილებულნი. შედეგად, საშუალოდ, მამაკაცების ხელფასი 20%-ით მეტია ქალების ხელფასზე.
ვარდისფერი საყელოები (pink collar workers): პროფესიების ან კორპორატიული ფუნქციების წარმომადგენლები, რომელშიც ისტორიულად დომინირებენ ქალები. მაგალითად, აღმზრდელები, დამლაგებლები, მასწავლებლები, ბიბლიოთეკარები, ბუღალტრები. როგორც წესი, ასეთ პროფესიებში ხელფასი საშუალოზე დაბალია.
თვითშერჩევა (self-selection): მოვლენა, როდესაც ქალები სტერეოტიპულად ირჩევენ "ქალურ" პროფესიას, მიიჩნევენ, რომ ამ გზით თავიდან აირიდებენ მიკერძოებას, დედობის გამო ჯარიმებს და სხვა დისკრიმინაციულ პრაქტიკას.
მინის ესკალატორი (glass escalator): ქალების დისკრიმინაცია იმ პროფესიებში, სადაც ისინი დომინირებენ. მამაკაცები, თუნდაც უმცირესობაში იყვნენ, კარიერულ კიბეზე უფრო სწრაფად ადიან... ხშირად
ქალთა კოლექტივის მხარდაჭერითაც!
თუ ქალი მამაკაცების კოლექტივში მოხვდება, მას "მინის ჭერი" ელის, ხოლო თუ მამაკაცი ქალთა კოლექტივში შედის, მისი კარიერული ზრდისთვის სოციალური ლიფტი იხსნება.
სახელფასო უფსკრული გენდერის ნიშნით (gender pay gap):ხელფასების სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის ერთნაირ თანამდებობებზე.
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – ამაზე მიუთითებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის
მონაცემები. ფრანგული გაზეთ Les Glorieuses-ის
მონაცემებით, ქალთა და კაცთა ხელფასებში განსხვავება იმდენად დიდია, რომ საფრანგეთში ქალები წელიწადში თითქმის ორი თვის განმავლობაში მუშაობენ '"უფასოდ".
მეორე ცვლა (second shift), ორმაგი დატვირთვა (double burden):პროფესიული და საოჯახო მოვალეობების შერწყმა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად 16.4 მილიარდი ადამიანური საათი იხარჯება უხელფასო ოჯახის წევრებზე ზრუნვაში. ეს ნიშნავს, რომ ორი მილიარდი ადამიანი დღეში რვა საათს მუშაობს ანაზღაურების გარეშე. თუ ეს სამუშაო მინიმალური ანაზღაურებით შესრულდებოდა, ის მსოფლიო მშპ-ის 9%-ს შეადგენდა. ამ სამუშაოს დიდი ნაწილი ქალები ასრულებენ.
გადარჩენილის შეცდომა (survivorship bias): კოგნიტური დამახინჯება, როდესაც ადამიანი, რომელსაც არ შეექმნა რაიმე პრობლემა (მაგალითად, დისკრიმინაცია სამსახურში), მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გამოგონილია.
როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა?ოქროს გასაღები - მეტი ინფორმირებულობა, რაც შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ქალების კარიერული განვითარების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით იმუშაოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, რათა ყველა ქალის შესაძლებლობები და ნიჭი სწორად შეფასდეს.
გახსოვდეთ: საყოფაცხოვრებო საქმეებიც სამუშაოა; დეკრეტული შვებულება მხოლოდ დედისთვის არ არის, არამედ - მამისთვისაც; ძიძის დაქირავება არ ნიშნავს ცუდი დედა იყო; და მათემატიკას თანაბრად ითვისებენ ბიჭებიც და გოგოებიც...