ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდებთან მუშაობა ყოველთვის გამორჩეულია ინდივიდუალობით, კრეატიულობითა და მგრძნობელობით. მოსწავლეები ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიცირებულ ღონისძიებებზე სრულად იხსნებიან და სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის მიღმა, საკუთარ თავში ინტელექტუალურ-შემოქმედებით შესაძლებლობებსაც აღმოაჩენენ ხოლმე. ამ თვეში ჩვენი ყურადღება კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილმა ინოვაციურმა აქტივობამ - ელექტრონულმა ხმოვანმა წიგნმა მიიპყრო, რომელიც გენდერულ თანასწორობას, ტრადიციებსა და სტერეოტიპებზეა (წიგნი ხელმისაწვდომია აქ).პროექტს კურსების საჯარო სკოლის პედაგოგი - თამარ აბესაძე ხელმძღვანელობდა. წიგნის დიზაინზე, ტექსტსა და გახმოვანებაზე კი კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები - თაია ჭეიშვილი, მართა მაღლაქველიძე, მარიამ კევლიშვილი, ნინი კევლიშვილი, მარიამ აფრიდონიძე, თეკლა ბეროძე, თამთა სვანიძე და ანა-მარია მემარნე მუშაობდნენ. "შუშანიკის წამებიდან" დღემდე საქართველომ "გენდერული თანასწორობის" თვალსაზრისით განვითარების დიდი გზა გაიარა. თუმცა ამ კუთხით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალთა და მამაკაცთა უფლებები თანაბრად იქნება დაცული." ჩვენ უნდა ვიაროთ რუსთაველის კვალდაკვალ - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია!"...“ - თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა შემოქმედებითმა ჯგუფმა.
„მათ აქტივიბებში ყოველთვის ჩანს პროფესიონალური მიდგომა, პედაგოგის გულითადი დამოკიდებულება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისა და სკოლის წარმოჩენის თვალსაზრისით“, - აღნიშნავენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერები.