ნიკა ჯალაღონია, ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ პროექტის აქტიური მონაწილე იმ სურვილით გავხდი, რომ წვლილი შემეტანა სრულფასოვანი, ძლიერი და განვითარებული გარემოს შექმნის პროცესში, სადაც მოქალაქეების და საზოგადოების ჩართულობა გადამწყვეტია.
პროექტის ფარგლებში ტრენერებთან და თანატოლებთან ინტერაქციით მივხვდი, თუ როგორ შემიძლია უკეთესი მოქალაქე გავხდე და როგორ გავუზიარო სხვებს საკუთარი ცოდნა ან გამოცდილება. ამ აღმოჩენის შემდეგ ამიმაღლდა მოტივაცია და თვითრეალიზაციის, თვითგანვითარების ობიექტური სურვილები.
დავინტერესდი სხვა პროექტებითაც და ეს ახალ უნარებს მივითარებს.
ჩემი მიზანია, ავაშენო სახელმწიფო, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ისწავლოს მეტი და ყოველდღიურად იმუშაოს საკუთარ თავზე, მიღებული გამოცდილებით სხვების განვითარებისთვის. სწორედ ასე ხდება აწმყოს და არსებული გარემოს გაუმჯობესება.
ძალა განათლებაშია! არაფერს შეუძლია სამყაროს შეცვლა ისე, როგორც ცოდნას.
და მთავარი - ეს მშვიდობიანი სამყაროა, მშვიდობიანი მსოფლიო, რომლის მერეც, უკეთეს საზოგადოებაზე ყველა თაობამ ერთად შეიძლება ვიფიქროთ!